სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა ფოთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლის როლი მოირგეს
22-03-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მარავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და და სასწავლო პროცესში ჩართულობაზე აისახება. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღით მოირგეს მასწავლებლის როლი და მათთვის სასურველ თემაზე ჩაატარეს გაკვეთილი.

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუდგნენ ამ აქტივობას და მოამზადეს ჩასატარებელი გაკვეთილი.

როგორც მოსწავლეთა პედაგოგი ლალი ბარკალაია გვიყვება, კლასმა ერთხმად აღიარა, რომ დიანა ზარანაძემ ჩაატარა მეტად საინტერესო გაკვეთილი, რომლის თემა იყო -  „ქართული დამწერლობა“. ასევე, საინტერესო თემები წარადგინეს და ვიზუალურად გააფორმეს გაკვეთილი ანამარია ხურცილავამ და ანასტასია თუთისანმა.

საბა კორძაძემ კი საქართველოს კუთხეების შესახებ მოამზადა გაკვეთილი. ილია ხურციძემ რევაზ ინანიშვილის „ლამაზი ცრემლები“ წაუკითხა კლასს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსია ჩაატარა. ანა თაბაგირმა წარადგინა თემა - „ვაჟა-ფშაველა“ და საინტერესო საკითხები დიდი შემოქმედის ცხოვრებიდან. იოსებ კუციამ კი - საპროგრამო მასალა შეარჩია.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მასწავლებლის როლი და აღნიშნეს, რომ არც ისე მარტივი ყოფილა გაკვეთილის წარმართვა, როგორც მათ შორიდან ეჩვენებოდათ.

„მადლობა მათ ასეთი ინტერესისა და პასუხისმგებლობისათვის“,- აღნიშნავს მათი პედაგოგი ლალი ბარკალაია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება