| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი მაკა ძირკვაძე მე-5ბ, მე-5დ და მე-3ა კლასის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო აქტივობებით შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს, გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა