სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კარგი მასწავლებელი უნდა ჩაწვდეს ბავშვის ბუნებას“ - სვეტლანა სარქისიანი, ბოლნისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი
21-03-2024
-
+


სვეტლანა სარქისიანი ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მიღწევა, მოსწავლეთა წარმატებაა, ის ცდილობს მოწაფეთა ბუნებას ჩაწვდეს, მათთვის სანდო და სამართლიანი ადამიანი იყოს და ამას ახერხებს კიდეც. პედაგოგობა დედამ შთააგონა, ბავშვობიდანვე უნდოდა დედის კვალს გაჰყოლოდა და დღეს დიადი გეგმებით დგას ახალი თაობების სამსახურში. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ სვეტლანა სარქისიანთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კარგი მასწავლებელი უნდა ჩაწვდეს ბავშვის ბუნებას და გაიგოს ბავშვის გულისტკივილი. კარგი მასწავლებელი პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანია, მას შეუძლია ცოდნა ემოციებით გადასცეს.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მასწავლებელი იმდენად უნდა იყოს ბავშვებთან ყველანაირად დაახლოებული, რომ მოსწავლეებმა მის დანახვაზე დისციპლინა დაამყარონ ოთახში. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყოჩაღ....

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- აბიტურიენტი, რომ ვიყო ყოველ წუთს გამოვიყენებდი და ვიმეცადინებდი, რომ წარმატებით ჩამებარებინა ეროვნული გამოცდები.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორც მომთხოვნს და ყურადღებიანს. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- როდესაც ჩემს მოსწავლეს წარმატებისთვის მიუღწევია, მეც მაშინ ვთვლი ჩემს თავს წარმატებულად.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- პედაგოგობა, რადგან დედა პედაგოგი მყავდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება