| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის ინიციატივით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.
აქტივობები ემსახურებოდა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს, ისაუბრეს თუ რას გულისხმობს დაუნის სინდრომი, რატომ არის ის დაკავშირებული დაუნის სახელთან და ა.შ და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა