სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმას ვასწავლი“ - დარიკო ფრუიძე, ლაჯანის საჯარო სკოლის მასწავლებელი
21-03-2024
-
+


დარიკო ფრუიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც ბავშვების მოსმენა ის მთავარი თვისებაა, რაც პედაგოგ უნდა გააჩნდეს. მისთვის მთავარია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემოს შექმნა და ამისთვის ყოველდღიურად ზრუნავს, ის მათ ყველაზე მნიშვნელოვანს - აზრის თავისუფლად გამოთქმას ასწავლის. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს მასწავლებელმა დარიკო ფრუიძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიონალიზმი, ბავშვების სიყვარული, მათი მოსმენა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- შევქმნა ისეთი გარემო, რომ არ იყოს უინტერესო მოსწავლეთათვის.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- კარგად ვისწავლიდი და პროფესიას, იმის მიხედვით ავირჩევდი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. 

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ძალიან საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ ცუდად არ დამახასიათებდნენ...

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- თავისუფალი აზრის გამოთქმას ვასწავლი...

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება