სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამიქაოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
21-03-2024
-
+


დღეს, 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დათვლი შენც!“.

ღონისძიებას საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა და მისი მიზანი იყო სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და არსებული მითების დამსხვრევა.

მოსწავლეებმა პლაკატები და კედლის გაზეთები დაამზადეს და ისაუბრეს, თუ რას გულისხმობს დაუნის სინდრომი. ბავშვები ჭრელი წინდების კამპანიაშიც ჩაერთნენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება