სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ვირჩევთ სიყვარულსა და პატივისცემას“​ - სამების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
21-03-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

დღეს, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებელმა სოფიკო ნიქაცაძემ ერთად მოამზადეს პრეზენტაცია, ისაუბრეს, თუ რას გულისხმობს დაუნის სინდრომი, რატომ არის ის დაკავშირებული დაუნის სახელთან, რა განაპირობებს დაუნის სინდრომს და ა.შ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი გახლდათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ვირჩევთ სიყვარულსა და პატივისცემას“- აღნიშნეს პატარებმა.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება