| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში, დაუნის სინდრომის, ტყის და პოეზიის საერთაშორისო დღე ერთად აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ თემებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ შემდგომ პრეზენტაციები მოამზადეს.
მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.
აქტივობებში ისინი დიდი მონდოემბით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის
საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია