სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ მასწავლებელს - ცისანა ნემსაძეს უმასპინძლეს და პედაგოგიური საქმიანობისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადეს
21-03-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის, ოთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და აქტიურად არიან ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ პროფესიონალი პედაგოგებისა და დირექციის დამსახურებით, ადგილობრივმა მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ; თავადაც აწყობენ შემოქმედებით აქტივობებს და გაზაფხულის შემობრძანებასაც, სადღესასწაულო განწყობით ულოცავენ ერთმანეთს.

სწორედ საგაზაფხულო დღესასწაულს მიეძღვნა ოთის სკოლაში კვირეული, სადაც სასკოლო საზოგადოების ყოველი წარმომადგენელი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. განსაკუთრებით ემოციური კი დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღმოჩნდა, რომელიც ასევე კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საოცარი 3 მარტი არა მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებს, არამედ ყველა დედას მიულოცეს და სკოლაში საპატიო სტუმრად ღვაწლმოსილი პედაგოგი - ცისანა ნემსაძე მიიწვიეს, რომელსაც კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს სკოლაში გატარებული თითოეული წუთისთვის და სიმბოლურად თაიგული გადასცეს.

„დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, მოწვეული გვყავდა საპატიო სტუმარი ღვაწლმოსილი პედაგოგი ცისანა ნემსაძე. სკოლის ადმინისტრაციამ საპატიო სტუმარს მიულოცა დედის დღე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება