| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მასწავლებელი რუზანა რაისიანი მოსწავლეებს არაერთ მამოტივირებელ და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობას სთავაზობს.
მიაჩნია, რომ საკლასო ოთახში დისციპლინა მასწავლებლის და მოსწავლის შორის ურთიერთპატივისცემასა და ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობას ნიშნავს. ამ და სხვა საკითხებზე მან etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კომუნიკაბელური, ზომიერად მკაცრი, კეთილი (მზრუნველი).
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მასწავლებლის და მოსწავლის შორის ურთიერთპატივისცემა და ყველა მოსწავლის გაკვეთილში ჩართულობა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „გასაგებია? თუ ვერ გაიგეთ თავიდან დავიწყოთ!“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ახლანდელი ჭკუით, უფრო მეტს ვისწავლიდი და დროს დაუთმობდი სწავლას და განვითარებას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ალბთ, კომუნიკაბელური და მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ის, რომ ჩემი მოსწავლეები წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში და მომავალში ხდებიან კარგი ადამიანები.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ყველაფერი ხელოვნებაზე და მასწავლებლების ცხოვრება, რადგან მეგონა რომ ისინი ამქვეყნიური არ იყვნენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა