სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ურთიერთპატივისცემას“- იყალთოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ეკატერინე იმერლიშვილი
20-03-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ეკატერინე იმერლიშვილი კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა კონფერენციისა და კონკურსის გამარჯვებული არაერთხელ გამხდარა. მისი მიღწევები კი მოსწავლეთათვის მაგალითის მიმცემია. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და მათ აზრს ყოველთვის პატივს სცემს, რაც კლასში დისციპლინის დამყარებაში ეხმარება.

ეკატერინე იმერლიშვილი, etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:



- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- თავისი საგნის კარგი მცოდნე, გააჩნდეს სხვისი მოსმენის და ემპათიის უნარი, ცდილობდეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავებას მოსწავლეებში.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ქცევის წესების დაცვა, ურთიერთპატივისცემა, მოსმენის უნარი.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- აბა ყველანი მისმენთ?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- შევეცდებოდი 100%-იანი გრანტის მოპოვებას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ენერგიული, კრეატიული, მიზანდასახული....

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- საგნობრივ ოლიმპიადების პირველი ადგილი, კონფერენციებზე პირველი ადგილები, ვიქტორინების მეორე ადგილი ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ბიოლოგია, კვლევითი საქმიანობები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება