სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა ჩემი აღზრდილი მოსწავლეები ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან“- ილარიონ ლაბაძე, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი
20-03-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ილარიონ ლაბაძე საკუთარი საქმის პროფესიონალი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანია. ის მოვალაობას პირნათლად ასრულებს და მომავალი თაობის წარმატებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. დირექტორის კომპეტენტური აზრი ყველას აინტერესებს. ამჯერად, მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებელი უნდა იყოს: კეთილგანწყობილი ბავშვებისა და სასკოლო საზოგადოების მიმართ, სრულფასოვნად ფლობდეს კომუნიკაციურ უნარებს და კარგად იცოდეს საგანი, რომელსაც ასწავლის.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კლასში დისციპლინა მნიშვნელოვანია, რადგანაც ყველა მოსწავლეზე მორგებული და მაღალი ჩართულობა მიიღწევა, სწორედ კარგი დისციპლინის დროს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყურადღება გაამახვილეთ, გაანალიზეთ, დააკვირდით და ა. შ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

-  ვიმუშავებდი და ვისწავლიდი ძალიან კარგად საკუთარი მიზნების მისაღწევად.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ალბათ, როგორც მზრუნველს და მათ წარმატებაზე ორიენტირებულს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა ჩემს მიერ აღზრდილი მოსწავლეები ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან, ერთი დიდი სიამოვნებაა მათი წარმატებების შესახებ ინფორმაციის მიღება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მოსწავლე რომ ვიყავი, მაინტერესებდა თითქმის ყველა საგანი, განსაკუთრებულად გეოგრაფია და ისტორია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება