სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დისციპლინა ნიშნავს ჰარმონიულ, პროდუქტიულ დამოკიდებულებას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის“- მაია მესხია, წალენჯიხის N6 სკოლის დირექტორი
20-03-2024
-
+


წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მესხია დიდი წარმატებით, ღირსეულად უძღვება იმ ცოდნის ტაძარს, რომელსაც სკოლა ჰქვია. 

ის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე, მათ განვითარებასა და წარმატებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავს. მისი აზრით, მოსწავლეები დაახასიათებდნენ, როგორც მკაცრ, მაგრამ მოსიყვარულე პიროვნებად. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მაია მესხიამ etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- სიყვარულის უნარი, კომუნიკავიის უნარი, მოსმენის უნარი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- როცა არის ჰარმონიული, პროდუქტიული დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გასაგებად ავხსენი?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- იმავე გზას გავივლიდი, რაც გავიარე.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ბევრია ასეთი ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ ერთერთს გამოვყოფდი. ყველაზე სუსტი მოსწავლე, ჩემი წახალისებით  წარმატებულ ადამიანად გაიზარდა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- კოსმოსი (ასტრონომია, გეოგრაფია).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება