სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი, რომ ვიყო რეპეტიტორთან არ ვივლიდი, დროს გამოვიყენებდი მაქსიმალური ეფექტურობით“ - ჩაქვის N2 სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე
20-03-2024
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე საკუთარი საქმის პროფესიონალია. ის შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. მისი საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება მოსწავლეებს მაგალითს აძლევს და მოტივაციას უმაღლებს, რათა თავადაც არ დანებდნენ და  მწვერვალების დასაპყრობად წინსვლა არ შეწყვიტონ. აღსანიშნავია, რომ მისი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ უნივერისტეტებში, რაც ძალიან ახარებს და აბედნიერებს .

ბადრი დავითაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კომპეტენცია, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ყურადღების კონცენტრაციას და საქმიანი გარემოს შექმნას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ეს უნდა შევძლოთ!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ ვივლიდი რეპეტიტორთან, დროს გამოვიყენებდი მაქსიმალური ეფექტურობით...

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ალბათ მომთხოვნი, მკაცრი და სამართლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- კურსდამთავრებულების უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ასტრონომია და მეზღვაურობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება