სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კარგი მასწავლებლის აუცილებელი თვისებაა საკუთარი საქმისა და ბავშვების სიყვარული“- თენგიზ შავაძე, ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი
20-03-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე დირექტორი და ამავე დროს მასწავლებელი თენგიზ შავაძე აქტიურად ზრუნავს. 

მისი ხელმძღვანელობით, სკოლას არერთი წარმატებისთვის მიუღწევია. სწორედ ამიტომ, დირექტორის კომპეტენტური აზრი ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. თენგიზ შავაძემ etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- საკუთარი საქმისა და ბავშვების სიყვარული, საკუთრი საგნის სიღრმისეული ცოდნა, სიახლეების მიმღებლობა და მუდმივი განვითარება.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ნაყოფიერ მუშაობას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გჯეროდეთ, ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- შევეცდებოდი მაქსიმალურად მიმეღო ცოდნა სკოლიდან, რომელიც აუცილებლად გამომადგებოდა

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი, მოწესრიგებული და მოსწავლეთა ინტერესების დამცველი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მაქსიმალურად დავხმარებივართ რთული ქცევის ბავშვებს, რომ საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინათ საზოგადოებაში და პატივისცემა დაუმსახურებიათ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მასწავლებლის პროფესია, კონკრეტულად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის საქმიანობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება