| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის კინოკლუბ „ილუზიონში“, რომლის მეურვე დალი თურმანიძეა საინტერესო ფილმების ჩვენება ეწყობა.
ამჯერად, CineDOC-ის სკოლის პროგრამის ფარგლებში, მორიგი გაერთიანებული შეხვედრა შედგა, სადაც მოსწავლეებმა ფილმი „ჩვენ კი იმიტომ ვართ, რომ გავზარდოთ“ ნახეს.
კინოჩვენებას დაესწრნენ სტუმრები, პროექტის ხელმძღვანელები: არჩილ ხეთაგური და ილეანა სტანკულესკუ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის კინოკლუბის მეურვე მასწავლებელი ნატო შაინიძე.
„And we are here to raise them/ჩვენ კი იმიტომ ვართ, რომ გავზარდოთ“ - არის დოკუმენტური ფილმი მახო ბერძენიშვილის რედაქტირებული და შემუშავდა 2022 წელს ახალგაზრდული დოკუმენტური ფილმების კოპროდუქციის ვორქშოფის ფარგლებში“, - გვეუბნებიან სკოლასი.
მოსწავლეებმა აირჩიეს ფილმი, მოამზადეს დისკუსია, თანატოლებთან ერთად გააანალიზეს თითოეული სცენა და შეადარეს სხვა დოკუმენტურ ფილმებს CineDOC-ის სკოლა პროგრამიდან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს შორის, მიზანმიმართული, ინტერაქტიული და ღრმა დისკუსია გაიმართა ოჯახზე, დანაკარგზე, ცხოვრებაში უფრო შორს წასვლის სიმამაცის შესახებ.
„მადლობა მოდერაციისთვის: ელენე ჯინჭარაძეს და გვანცა კაჭახმაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი შეხვედრები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა