სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაჩემი - ჩემი საკუთარი ღვთისმშობელი“ -  ლამაზი ღონისძიება ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
18-03-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეების განწყობის ამაღლებაზე, მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ხალისიანი გარემოს შექმნაზე, ყოველივე ეს კი მათ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დედის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით - „დედაჩემი - ჩემი საკუთარი ღვთისმშობელი“, აღინიშნა.

ღონისძიება, მე-8დ კლასში ჩატარდა და მას კლასის დამრიგებელი სალომე საგანელიძე ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა, დედებსა და ბებიებს, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ შვილიშვილების აღზრდაში, მხატვრულად წაკითხული ლექსები და ჩანახატები მიუძღვნეს.

დამრიგებელმა მადლობის ფურცელი გადასცა მშობლებს თანამშრომლობისთვის, სიყვარულისა და სწორი დამოკიდებულებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, სასწავლო ნაწილი ია ჩინჩალაძე, ასევე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები, რომელთა სახეზეც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იგრძნობოდა ცრემლი ბედნიერებისა და სიხარულისა. 

„...დედა, დედიკო, დე... სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის, ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა. განა მარტო ადამიანი? ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია... ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და სტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს, ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ, უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს, იყოთ კარგები. მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია, რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია“, - ამ სიტყვებით, დამრიგებელმა მოსწავლეებს დედიდ მნიშვნელობაზე ესაუბრა და დღე მეტად ემოციური გახადა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება