სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმტაცი საგაზაფხულო ღონისძიება 
15-03-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი, დასამახსოვრებელი ღონისძიება გაზაფხულის შემობრძანებასა და 8 მარტს მიეძღვნა.

ღონისძიება - „ია, ია მოგიძღვენი ლურჯთვალა და კოპწია, რვა მარტი და გაზაფხული ერთად მოგვილოცია“, სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა - ჯული შირინიანმა და ბილინგვური სწავლების პედაგოგებმა- ლეილი კარსპეტიანმა, ალვარტ მადოიანმა და ლუსინე მანასიანმა ერთობლივად ჩაატარეს.

ეს მათი კიდევ ერთი, ერთობლივი ღონისძიება იყო, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ზეიმზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება