სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს
14-03-2024
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი სახის აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მე-2 დ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მეგი გუმბერიძის ხელმძღვანელობით ხალისითა და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი და დანიშნულება იყო თბილი ურთიერთობების ხაზგასმა დედებსა და შვილებს შორის, შემოქმედებითი და სამსახიობო უნარების განვითარება ბავშვებში.

„ჩვენი მიზანი იყო, ბავშვებს ახლობელი ადამიანებისთვის საზეიმო განწყობის შექმნის და მსგავსი საღამოების ჩატარების სურვილი გასჩენოდათ, აგრეთვე მეტად გაღვივებოდათ დედების მიმართ სიყვარულის, მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება