| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი - „დედა უკვდავია“ შექმნეს. ბავშვებმა ისინი თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დედას მათ ცხოვრებაში.
„დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაულია. ჩვენი ქვეყნის ისტორია ქართველი დედების გმირობის, გამძლეობისა და სათნოების მაგალითია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში დედებს 3 მარტს ულოცავენ და მათ ბედნიერებას უსურვებენ.
„ვულოცავთ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას, ვუსურვებთ დღეგრძელობას, სულგრძელობას, დაუსრულებელ ბედნიერებასა და სიყვარულს. კიდევ მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა