სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
15-03-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც როგორც მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობაზე, ისე მიღწევებზე აისახება. მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ პირველობაში. 

მაგიდის ჩოგბურთში ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობა საჯარო სკოლებს შორის 9-10 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, ოთხ ასაკობრივ ჯგუფში დაბადებულ ვაჟებსა და გოგონათა შორის გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები.

უნდა აღინიშნოს მონაწილეთა მაღალი ჩართულობა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 150- მდე სპორტსმენი, დაკომპლექტდა ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა შეჯიბრებებში. გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ტურნირში შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათი მიღწევები შთამბეჭდავია:

ვაჟთა შორის (2013-2014-2015 წ.წ-ში დაბადებულები)

I ადგილი მურად ბერიძე - განახლების საჯარო სკოლა;
III ადგილი ანდრია ბოლქვაძე - განახლების საჯარო სკოლა საჯარო სკოლა.

 გოგონათა შორის (2011-2012 წ.წ-ში დაბადებულები - მინი კადეტები)

III ადგილი ლანა ოჯახიშვილი - განახლების საჯარო სკოლა;

 გოგონათა შორის (2009-2010 წ.წ-ში დაბადებულები - კადეტებში)

I ადგილი ელისაბედ კოჩალიძე - განახლების საჯარო სკოლა.

 ვაჟთა შორის (2009-2010 წ.წ-ში დაბადებულები - კადეტები)

II ადგილი ნიკა ართმელაძე - განახლების საჯარო სკოლა.

ვაჟთა შორის (2006-2007-2008 წ.წ-ში დაბადებულები - იუნორები)

III ადგილი გიორგი ოჯახიშვილი განახლების საჯარო სკოლა.

სოფელ განახლების საჯარო სკოლა სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გამარჯვებულებს, მონაწილეებს სპორტის მასწავლებელს - გია ბოლქვაძეს აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება