| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღესთან დაკავშირებით, დამრიგებელ კიმა სიმონიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.
ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დედას შვილის ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა დედებს სიურპრიზი მოუწყვეს და ყვავილებით გაახარეს. ამ აქტივობით კი მშობლების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. მიუხედავად იმისა, რომ იხტილში თოვლიანი გაზაფხული შებრძანდა, სკოლის კედლებში დიდი სითბო და დედაშვილობის უსაზღვრო სიყვარული ტრიალებდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დღე მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ დედიკოებს არასოდეს დაავიწყდებათ.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა