| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა - ანდრია კიკაბიძემ და გიორგი სალუქვაძემ ოზურგეთის მუნიციპალურ საჭადრაკო ჩემპიონატში მოიპოვეს წარმატება.
ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი12-დან და 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის საჭადრაკო კლუბში გაიმართა და
წრიული სისტემით, ცალ-ცალკე მიმდინარეობდა. 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებში მოულოდნელობა არ ყოფილა გიორგი სალუქვაძის პირველი ადგილი. მისთვის გასულ წელი, საკმაოდ წარმატებული იყო და წელსად აგრძელებს აღმასვლას.
აღნიშნულ ჩემპიონში 14-მდე წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის მესამე ადგილზე კი ანდრია კიკაბიძე გავიდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.
„ბევრ წარმატებას გისურვებთ! თქვენთვის, სკოლისთვის და საქართველოსთვის გესწავლოთ და მოგეტანოთ გამარჯვებები!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა