სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექიმმა პირველადი სამედიცინო დახმარების წესები გააცნო
13-03-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ვიტისის“ ინიციატივით, საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიაში, სკოლის ექიმთან - შორენა ელიაძესთან, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრის თემა გახლდათ - „პირველადი დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანია ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე დაიწყონ პირველადი დახმარების აღმოჩენის ალგორითმების შესწავლა, რათა საჭიროების შემთხვევაში არ დაიბნენ და დაშავებულს დაეხმარნონ.

ექიმმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ პირველადი დახმარების უმთავრესი მიზანი ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა.

„ამისთვის საჭიროა შემთხვევის ადგილზე განსაზღვრულ მოქმედებათა განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება, რასაც სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვი ეწოდება“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრა ასევე მოიცავდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს.

„შეხვედრის ლექციური ნაწილის დასრულებისთანავე, გადავერთეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. მოხალისე მოსწავლეებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე - ცხვირზე, კიდურებზე მარკერები წავუსვით, რაც აღწერდა სისხლდენის სხვადასხვა ტიპს. მსმენელები ცდილობდნენ ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით დახმარებოდნენ დაშავებულს სისხლდენის შეჩერებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

„კითხვა-პასუხის რეჟიმში დაიმსხვრა მრავალი მითი ხალხური მეთოდით მკურნალობის შესახებ, რითაც მოსწავლეებს კიდევ უფრო გაუმყარდათ ნდობა თანამედროვე მედიცინის მიმართ“ , - ამბობენ სკოლაში.

ექიმს, შორენა ელიაძეს სკოლაში საინტერესო ლექციისა და პრაქტიკული რჩევებისთვის მადლობას უხდიან.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება