| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
სკოლის მოსწავლეები სტუმრად MMT ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, შეხვდნენ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს და დაესწრნენ რობოტული ქირურგიის მეთოდით შესრულებულ რადიკალურ პროსტატექტომიას.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს სტაციონალური და საოპერაციო ბლოკები, გაეცნენ მიკროულტრაბგერის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და დისტანციური ლითოტრიფსიის აპარატების მუშაობას და მათი მუშაობების უპირატესობებს თანამედროვე მედიცინაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა