| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ‘’საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს საგარეჯოს სტუმრობს.
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში საგარეჯოს სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
შეჯიბრის მონაწილეებს გულშემატკივრები ამხნევებენ.
ღონისძიებას საგარეჯოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ‘’საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.









„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
„ქრისტე ამბობდა - ნუ იქნებით მოჩვენებითი მმარხველი, ნუ იქნებით მოჩვენებითი მლოცველიო...“
არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე.