სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვერბალურში გასააზრებლად მარტივი ტექსტები შეგვხვდა“ - აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს I სესიის ტესტს აფასებენ
04-07-2019
-
+


ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს I სესიის ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილის თქმით, დღევანდელ გამოცდაზე უფრო რთული მათემატიკური ნაწილი იყო, ნაწილის შეფასებით კი ვერბალური გაუჭირდა.

გთავაზობთ აბიტურიენტების შეფასებებს:

„მათემატიკური ნაწილი უფრო რთულად მომეჩვენა. განსაკუთრებით ბოლოს ამოცანები გამიჭირდა. ვერბალური ნაწილი უფრო მარტივი იყო. დროც მეყო და უკმაყოფილოც არ ვარ მათემატიკურისგან განსხვავებით“,-განაცხადა თბილისის N177 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„რთული საკითხებია არ იყო, ძალიან მარტივი იყო. ოდნავ მათემატიკური იყო ცოტა რთული. ვერბალურში გასააზრებლად მარტივი ტექსტები შეგვხვდა“,-განაცხადა თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ვერბალური არ გამჭირვებია ,უცხო სიტყვები თითქმის არ შემხვედრია. ალბათ, 3-4 სიტყვა იყო ისეთი, რომლის მნიშვნელობის გაგება გამიჭირდა. სხვა მხრივ, რთული არაფერი ყოფილა. ტექსტები იყო ერთი გლობალურ დათბობაზე და მეორე ტექნოლოგიურზე. რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, ეს უფრო რთული იყო, ბოლო დავალებები განსაკუთრებით“,-გვითხრა თბილისის N177 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ვერბალური ძალიან რთული იყო, იქიდან გამდინარე, რომ ტექსტზე ძალიან დიდი დაკვირვება იყო საჭირო. აბზაცებში უნდა დაგეჭირა სიტყვა და იმის მნიშვნელობა გეპოვა. მათემატიკური ნაწილი შედარებით მარტივი იყო. ზოგადად, ტესტი საშუალო სირთულის იყო“,- განაცხადა თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ვერბალურში გლობალიზაციაზე შემხვდა ტექსტი. ისეთი სიტყვებიც არ ყოფილა, რომ ვერ გამეგო შინაარსი, მაგრამ დროის მხრივ გამიჭირდა. მინდოდა, უფრო მეტი დრო მქონოდა. მათემატიკურ ნაწილში ყველაზე მეტად ამოცანები გამიჭირდა, ბოლო დავალებები რაც არის“,- გვითხრა თბილისის N177 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ასევე იხილეთ: ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს I სესიაზე აბიტურიენტთა 3%-ზე მეტი არ გამოცხადდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება