სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ სამშობლოს სიყვარულს ნერგავს“ - ბაღდათი ტესტირების პირველ ტურს აფასებს
26-03-2019
-
+


ბაღდათის მუნიციპალიტეტში 26 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 19 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნინო მშვილდაძე:

„ყოველწლიურად იმატებს მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი „ეტალონის“ მიმართ. მოუთმენლად ელიან ხოლმე ჩემპიონატში მონაწილეობას და განსაკუთრებით ემზადებიან. ტესტირების პირველ ეტაპზე თავად ვესტუმრე რამდენიმე სკოლას, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნის გამოვლენა მშვიდ, ობიექტურ გარემოში შეეძლოთ. ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოსწავლეებსა და ეროვნულ ჩემპიონატს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.“

ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი:

„ტესტირების პირველ ეტაპზე მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა „ეტალონში“. მშვიდ და თანაბარ გარემოში ახალგაზრდებმა საკუთარი ცოდნა გამოავლინეს და ახლა მეორე ტურისთვის აქტიურად მოემზადებიან. ეროვნული ჩემპიონატი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მოზარდის მრავალმხრივ განვითარებას, ცოდნის წახალისებასა და მოტივირებას უწყობს ხელს და მოსწავლეებს მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს.“

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძე:

„ეტალონთან“ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ეროვნულ პროექტში ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის დიდი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან. ჩემპიონატი საინტერესო კითხვებით ბავშვებს ლოგიკურ აზროვნებას ასწავლის და სითამამეს აჩვევს, მოზარდში მოქალაქეობრივ აზროვნებას აყალიბებს და სამშობლოს სიყვარულს ნერგავს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს „ეტალონთან“ ერთად.“

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი თინათინ გულეიშვილი:

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა. ჩემპიონატის შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებით ახალგაზრდები ცოდნას იღრმავებენ და საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდებიან, შეცდომებზე სწავლობენ და შედეგების გასაუმჯობესებლად მუშაობენ. ტესტირების პირველმა ეტაპმა მაღალი აქტივობით ჩაიარა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებსა და ჩემპიონატს.“

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი აბჟანდაძე:

„სწორედ ახლა დავასრულეთ ტესტირების პირველი ეტაპი სკოლაში, რომელიც მოსწავლეთა მაღალი აქტივობით წარიმართა. მშვიდ და ობიექტურ გარემოში მათ საკუთარი ცოდნა გამოავლინეს და შედეგების გაცნობის შემდეგ გავიგებთ ვინ მიიღებს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში მონაწილეობას.“   

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ელზა გიორგაძე:

„ეტალონში“ მოსწავლეები დიდი მოლოდინებითა და მონდომებით ერთვებიან. მოსწონთ ჩემპიონატის შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომები და ცდილობენ, უკეთ ისწავლონ სასურველი შედეგის მისაღწევად. ახლა შედეგებს ველოდებით და მეორე ტურსითთვის დავიწყებთ მზადებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს „ეტალონთან“ ერთად.“

პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ დიდი ინტერესით ვერთვებით „ეტალონში“. მოსწავლეებს უყვართ ჩემპიონატი და ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან საასპარეზოდ. პროექტი მათ ცოდნის გამოვლენა-წახალისებისა და წინსვლის მოტივაციას აძლევს. მრავალმხრივი კითხვები ლოგიკურ აზროვნებს აყალიბებს, რაც მომავალი წარმატებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.“

პირველი ობჩის საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ნონა გელაშვილი:

„ცოტა, მაგრამ წარმატებული მოსწავლები გვყავს. ყოველთვის დიდი ინტერესით ერთვებიან „ეტალონში“ და თვითშეფასებას, ცოდნასა და გამოცდილებას იმაღლებენ. ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოტივატორია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.“

კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის საჯარო სკოლის       
დირექტორი და„ეტალონისპედაგოგი ლუხუმი ლელაძე
:

„შემეცნებითი და მამოტივირებელი „ეტალონი“ ჩვენს მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემპიონატზე ახალგაზრდები დიდ გამოცდილებას იღებენ, საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან და მომავალი წარმატებისთვის ემზადებიან. ტესტირების პირველმა ეტაპმა ობიექტურ გარემოში ჩაიარა და ახლა მეორე ტურის მოლოდინი გვაქვს.“


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია მოეთხოვებათ დასაქმების მსურველებს - ბაღების ავტორიზაციის  საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ვაკანსია გამოცხადდა

ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური განვითარება

ვალდებულება, რომელიც თითოეულ შერჩეულ მასწავლებელს ექნება - შეხსნება პედაგოგებს 

განაცხადები მიიღება 3 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„ტრადიციად, პირველკლასელებს სკოლის დაწყების წინა დღეს მშობლებთან ერთად ვხვდებით, ვათვალიერებინებთ სკოლას“

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება