მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 და 4 კრედიტქულის მოპოვების ნაცვლად, მხოლოდ 7 და 10 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.
etaloni.ge დაინტერესდა რა გახდა აღნიშნულის ცვლილების მიზეზი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა.
როგორც მანანა რატიანმა აღნიშნა, ცვლილება „მასწავლებლის პროფესიის რეგულაციის ახალ წესს“ უკავშირდება, რომელიც სექტემბრიდან „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის“ ნაცვლად ამოქმედდება.
კერძოდ მისი განმარტებით, ახალი რეგულაციის წესისთვის საჭიროა, უფრო მეტად ამაღლდეს ზღვარი. ხოლო ვინც ამ ეტაპზე 1 და 4 კრედიტი უკვე მოიპოვა, მათ უნდა მოახერხონ ამ რეგულაციის ახალი წესის ამოქმედებამდე სხვა დარჩენილი აქტივობებით კრედიტქულების მოგროვება და შესაბამისად სტატუსის ცვლილება.
„თავდაპირველად მასწავლებელს, კომპეტენცია დადასტურებულად ითვლებოდა, თუ 60%-ს გადალახავდა. ეს იყო მასწავლებლებისთვის განსხვავებული გზების, საშუალებების შეთავაზება, იმისათვის, რომ კომპეტენციები აემაღლებინა. ეს ცვლილება 2 წლის განმავლობაში მოქმედებდა და მასწავლებლებს 1 და 4 კრედიტის დადასტურების საშუალება ჰქონდათ.
ახლა ვინაიდან გადავდივართ „მასწავლებლის პროფესიის რეგულაციის ახალ წესზე“, მიგვაჩნია, რომ ვინც ამ ეტაპზე 1 და 4 კრედიტი უკვე მოიპოვა, მათ უნდა მოახერხონ ამ რეგულაციის ახალი წესის ამოქმედებამდე სხვა დარჩენილი აქტივობებით კრედიტქულების მოგროვება და შესაბამისად სტატუსის ცვლილება. მათ ამის დრო სასწავლო წლის ბოლომდე აქვთ. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ მასწავლებლებმა, რომელბმაც უკვე დაადასტურეს კომპეტენცია ნაკლები კრედიტქულით, მათ საშუალება მიეცემათ, სხვა აქტივობებით მოაგროვონ 19 კრედიტქულამდე და შეიცვალონ სტატუსი.
რაც შეეხება ახალ რეგულაციის წესს, ამისთვის ჩვენ ვემზადებით და შესაბამისად ამ რეგულაციის წესისთვის საჭიროება არის, რომ უფრო მეტად ამაღლდეს ზღვარი, თუმცა იმ ნიშნულსაც არ უბრუნდება, რაც თავდაპირველად იყო გამოცხადებული. იმაზე დაბალიც კი არის და 50%-იან ნიშნულზე გაჩერდება“, - განაცხადა მანანა რატიანმა.
კითხვაზე უნდა ელოდონ თუ არა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე პედაგოგები დამატებით ცვლილებებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ საბოლოო დეტალები რეგისტრაციის გამოცხადებამდე გახდება ცნობილი.
„კარგი იქნება თუ ამ საკითხზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდებით. საბოლოო დეტალები გაცხადდება მანამდე, სანამ მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდება. ჩვენი მხრიდან სიახლე რაც არის, თქვენ უკვე აღნიშნეთ. ეს არის, ის რომ 1 და 4 კრედიტით ვეღარ მოხდება კომპეტენციის დადასტურება.
მათთვის, ვისაც არ აქვს ინფორმაცია, განვმარტავ, რომ 1 კრედიტს იღებდა აპლიკანტი თუ 100%-დან 30%-ს დაძლევდა, ხოლო 4 კრედიტისთვის 40% უნდა დაძლია, ანუ ახლა მასწავლებელს კომპეტენცია დაძლეულად ჩაითვლება თუ 100-დან 50%-ს მაინც დაძლევს მასწავლებელი“, - აცხადებს მანანა რატიანი.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ვინ ჩააბარებს გამოცდას 8 სექტემბერს გამოცდების ეროვნულ ცენტრი - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის მერიამ სტუდენტთა დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყო - ყველა დეტალი ცნობილია
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში
სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი