სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სიახლეები ელით მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
26-02-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ფორმატში წელს ცვლილებები არ იგეგმება. სიახლე, რომელიც მასწავლებლებს გამოცდაზე ელით, კრედიტქულების დაგროვებას უკავშირდება. 

როგორც etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მასწავლებლებისთვის 1 და 4 კრედიტქულის ნაცვლად, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მხოლოდ 7 და 10 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

კერძოდ, როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, პედაგოგობის მსურველებისთვის, რომლებიც არ არიან ჩართულნი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, სავალდებულო იქნება 10 კრედიტქულის მოპოვება, რისთვისაც მათ ქულათა 61% უნდა გადალახონ.

„მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც არ არიან სქემაში ჩართულნი, საგანში უნდა ჩააბარონ გამოცდა, რომელიც შეფასებული იქნება მხოლოდ 10 კრედიტით. ანუ მასწავლებლობის მსურველებმა უნდა მოიპოვონ ქულების 61% მაინც. ვისაც მასწავლებლის დიპლომი არ აქვთ, უნდა გაიარონ 1-წლიანი 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამა სასურველ უნივერსიტეტში, რომელსაც გამოცხადებული აქვს აღნიშნული პროგრამა. ხოლო თუ მასწავლებლის დიპლომი აქვთ, მაშინ აღნიშნული პროგრამის გავლა არ არის საჭირო და სკოლაში მუშაობის დაწყებას, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის სტატუსით შეძლებენ“, - განაცხადეს ცენტრში.

რაც შეეხებათ პრაქტიკოს პედაგოგებს, მათ გამოცდაზე 7 ან 10 კრედიტის დაგროვება მოუწევთ. მათ ვინც,  წინა წელს 1 ან 4 კრედიტი მიიღეს, კრედიტები შეუნარჩუნდებათ, მაგრამ ვინც წელს გავა მასწავლებლის გამოცდაზე, მათ აუცილებლად უნდა მიიღონ 7 ან 10 კრედიტი.

„პრაქტიკოს პედაგოგებს, საგნის გამოცდაზე 7 ან 10 კრედიტქულის მოპოვების საშუალება ექნებათ. 7 კრედიტქულა კი საკმარისი იქნებ იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც 1 კრედიტქულა მაინც აქვთ მოპოვებული. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც 1 კრედიტი მაინც აქვს მოპოვებული, მაშინ გამოცდაზე 50% მაინც უნდა გადალახოს. თუ არ აქვს კრედიტი, მაშინ 60% მაინც უნდა მიიღოს“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში.

იხილეთ ასევე:  2019 წლის საგამოცდო პროგრამა საგნების მიხედვით

როდის გამოცხადდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია?!

როდემდე არის ძალაში მასწავლებელთა მოქმედი პროფესიული განვითარების სქემა - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

რა ცვლილებები შევიდა უმაღლესი განათლების კანონში

ბაღებში არდადეგები 1-ელი ივლისიდან იწყება - საზაფხულო ბაღების სია და ყველა დეტალი

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება