სიახლეები
ეტალონი

,,რუსთავის ეტალონს“ შეკრებილი გულშემატკივარი სიმრავლის გამო ფეხზემდგომი ადევნდებდა თვალს
17-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''რუსთავის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა.      

რუსთავის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, ქვემო ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი გიგა ჯღარკავა, რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''რუსთავის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს რუსთავის N24 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფო ქურდაძე დაეუფლა.

''რუსთავის ეტალონი მოსწავლის'' სოფო ქურდაძე აღნიშნავს, რომ გამარჯვებამისთვის მოულოდნელი იყო:

''მსგავსი ინტელექტუალური პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის.  ''ეტალონში'' გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან კონკურენცია იყო ძალიან მაღალი''.

რუსთავის მერი დავით ჯიქია, ხაზს უსვამს ''ეტალონის'' მნიშვნელობას:

''პირველ რიგში, მივესალმები იმას, რომ მაქსიმალურად ხდება რეგიონების ჩართვა. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ რუსთავი საკმაოდ დიდი შემადგენლობით იყო ჩართული. ღონისძიებას იმდენად ბევრი ადამიანი ესწრებოდა, რომ ფეხზე დასადგომი ადგილებიც კი არ იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. კითხვები ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეებმაც კარგად გაართვეს თავი. ''ეტალონი'' არაჩვეულებრივი პროექტია. ჩვენს მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებ, მწამს, რომ მათ უფრო მეტი შეუძლიათ.''

რესურსცენტრის უფროსის თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, რუსთავის ყველა სკოლა ჩაერთო პროექტ ''ეტალონში'':

''ნამდვილად მისასალმებელია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ორგანიზატორებს და ბატონ გოჩას. ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, რუსთავის ყველა სკოლა იყო ჩართული, ინტელეტ–ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 80 მოსწავლე მონაწილეობდა. შეკითხვები ძალიან კარგად იყო შერჩეული, თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა. პროექტი ''ეტალონი'' ხელს უწყობს მოსწავლეების დაინტერესებას და განვითარებას.''

რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი გიგა ჯღარკავა მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს:  

''ძალიან სასიხარულოა, რომ რუსთავში გამარჯვებულმა მოსწავლემ, რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი უმაღლესი ქულა აიღო. ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული. განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის, სწორედ ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება პროექტი ''ეტალონი''. ამისთვის უღრმესი მადლობა პროექტის ავტორებს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც დაგვეხმარა განხროციელებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქალაქში გამარჯვებული მოსწავლე, ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' გახდება.''

ქვემო ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანიას თქმით, ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა:

''ეტალონის'' ღონისძიება, როგორც ყოველთვის, ორგანიზებულად ჩატარდა. ყველანი კმაყოფილები ვართ. რუსთავში გამორჩეული ახალგაზრდები არიან. ჩვენმა მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს და ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი.''

N24 სკოლის  დირექტორი მანანა გოგოლაძის თქმით, ''რუსთავის ეტალონი მოსწავლე'' ძალიან თავმდაბალი და შრომისმოყვარე გოგონაა:

''სოფიო წარჩინებულია მოსწავლეა, არც ერთ წელიწადს არ ჰყოლია ცხრიანი. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე წელს ქართულში მესამე ადგილზე გავიდა. ძალიან თავმდაბალი ადამიანია. გუშინ მოსწავლეებთან რომ შევაქე და მისი წარმატება აღვნიშნე, ჯერ ხომ გაწითლდა, მერე თავი ჩაღუნა. ძალიან მორიდებული, ჩუმი და წყნარი გოგონაა. უზომოდ მშრომელია და ფიქრობს, რა წარმატებასაც აღწევს, თითქოს მისი დამსახურება არ არის. არა მხოლოდ სწავლაშია წარჩინებული, არამედ აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში, ნებისმიერ ღონისძიებაში. ძალიან მეგობრულია, ყოველთვის ყველას ეხმარება. უკეთილშობილესი ადამიანია, ძალიან კომფორტულია მასთან ურთიერთობა. ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს, ყურადღებიანი მშობლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ შვილების წარმატებისთვის. ''ეტალონს'' მოსწავლეების მოტივაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პროექტით ძალიან კარგი საქმე კეთდება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩას.''

''რუსთავის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი სოფო ქურდაძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.    



კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება