სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიონალიზმს საშუალოდ აფასებს
28-01-2019
-
+


„ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიონალიზმს საშუალოდ აფასებს.

დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტის კითხვაზე: „ზოგადად როგორ შეაფასებდით საქართველოში საჯარო სკოლის მასწავლებლის პროფესიონალიზმს“? - გამოკითხული მოსახლეობის 43% თვლის, რომ საშუალო დონეზეა,  42% - კარგად, 7% კი ცუდად აფასებს, ხოლო 7% უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.

რაც შეეხება თბილისს, გამოკითხული მოსახლეობის 28% მიიჩნევს, რომ მასწავლებლების პროფესიონალიზმი კარგია, 51%-ის აზრით საშუალო, 14% თვლის, რომ ცუდია, ხოლო 8%-მა პასუხზე უარი თქვა.



კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა 2 205 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

ასევე იხილეთ: განათლება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხული მოსახლეობის 12%-ს მიაჩნია - NDI-ის კვლევა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

რა შემთხვევაში გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხს 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი

ცნობილია, როგორ შეიცვალა 180 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის აგებულების პრინციპი

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება