სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პრინციპები ცნობილია - ცვლილებები სწავლის სფეროების კლასიფიკატორში
18-04-2026
-
+


ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ახლებურად ჩამოყალიბდა ბრძანების მეექვსე მუხლი: კლასიფიკატორის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება განისაზღვრება პროგრამის მიზნების შესაბამისად, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს სწავლის სფეროსა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელებისაგან. სწავლის სფეროს დასახელება ასევე, არ უკავშირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტი, სკოლა, ინსტიტუტი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა სახის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული) დასახელებასა და საქმიანობას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ხდება დეტალურ სფეროში არსებული სწავლის სფეროს შინაარსის, ამ სფეროს განვითარების ტენდენციების, ამ სფეროში მისანიჭებელი კვალიფიკაციის თავისებურებებისა და საერთაშორისო დონეზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:

ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები.

4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:

ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 180 კრედიტის მოცულობით);

გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი) ან/და თავისუფალი კომპონენტები;

დ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და 30-30 კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 2 დამატებითი პროგრამა;


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება