| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს 10 საპილოტე სკოლაში, კოდირების (პროგრამირების) კლუბების დანერგვის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კომპანია Microsoft და საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ
სკოლებში, კვირაში მინიმუმ ერთხელ ჩატარდება 1 საათიანი კლასგარეშე აქტივობები.
საპილოტე კლუბებში მონაწილეობას მიიღებენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.
პროგრამის ხანგრძლივობა არის 16 -18 საათი (ერთი სემესტრი).
აღნიშნულ თემაზე Etaloni.ge პროექტის მენეჯერს ლალი კალანდაძეს გაესაუბრა. მისი თქმით, ''თავისუფალი გაკვეთილების'' პროექტის ფარგლებში დაიწყო სხვადასხვა წრეებისა და კლუბების ჩამოყალიბება:
''თავისუფალი გაკვეთილების'' პროექტის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა წრეებისა და კლუბების ჩამოყალიბება. ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე რამდენიმე სკოლაა, სადაც ყალიბდება მსგავსი კლუბები და მიმდინარეობს მეცადინეობები. რამდენიმე მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი. ისინი მე-7 და მე-8 კლასის ბავშვებისთვის ჩამოაყალიბებენ კლუბებს და ჩაატარებენ მეცადინეობებს. წესით ყველაფერი 1-ლი მარტიდან დაიწყება, ''თავისუფალი გაკვეთილების'' ფარგლებში. ახლა არის სატესტო რეჟიმი, ტარდება ტრენინგები, კომლექტდება ჯგუფები, ხდება მოსწავლეების გამოკითხვა და ზოგადი დონის შემოწმება.''
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება
„ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“
„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
„მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს“