სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

სკოლა მუსიკალური შესვენებებითა და მშობელთა ზეიმებით - ინტერვიუ თბილისის N145 საჯარო სკოლის წარმატებულ მენეჯერთან
08-11-2018
-
+


თბილისის N145 საჯარო სკოლის კარს რომ შეაღებ და ნათელ დერეფანს გაუყვები, ზარის ხმასთან ერთად სიმღერა გაისმება და ბავშვების ჟრიამულით გაფერადდება ყველაფერი. 

დიახ, სწორად გაიგეთ, სკოლაში შესვენებების დროს მუსიკა ირთვება და მოსწავლეები ცეკვით ირთობენ თავს. 

ინოვაციური იდეის ავტორი თავად წარმატებული სკოლის წარმატებული მენეჯერი მაია ოსიყმიშვილია და მასთან ინტერვიუს Etaloni.ge გთავაზობთ:

- სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა ფუნქციონირებს, ბავშვები აქტიურად არიან სასკოლო ცხოვრებაში ჩართულები და დირექციაც ვცდილობთ, მათთვის უსაფრთხო, შემეცნებითი და ჯანსაღი გარემო შევქმნათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დასვენებებზე მუსიკის ჩართვა და სირბილისა თუ ერთმანეთთან კინკლაობის ნაცვლად, განტვირთვის ცეკვა-ცეკვით მოწყობა. მოსწავლეები რიგრიგობით, თავად არჩევენ სასურველ რეპერტუარს და ხალისიანი ურთიერთობებით ჯანსაღ დამოკიდებულებებს იყალიბებენ. 

- თბილისის N145 საჯარო სკოლა ინოვაციური მიდგომებითა და სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიური მონაწილეობით გამოირჩევა. თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას? 

- ნამდვილად ძალიან აქტიური და შვილების წარამტებულ მომავალზე ორიენტირებული მშობლები გვყავს. ერთობლივი ძალებით ვახერხებთ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ამაღლებასა და მათში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას. აღზრდის პროცესში მარტო სკოლა ვერაფერს გახდება. ურთიერთთანამშრომლობა ზრდის ნდობის ფაქტორსა და შედეგის ეფექტურობას. 

- რა გზებით ახერხებთ ოჯახებისა და სასკოლო ცხოვრების დაახლოებას?

- მრავალ აქტივობას ვაწყობთ მშობელთა ჩართულობით. მაგალითად, ვუმასპინძლეთ ღონისძიებას „შემოდგომის ერთი ფერადი დღე 145 საჯარო სკოლაში“, სადაც დედები კოსტუმირებულ ზეიმში მონაწილეობდნენ, მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები და დაუვიწყარი დღე აჩუქეს სკოლას. უახლოეს მომავალში სპორტულ ღონისძიებას ვგეგმავთ მამების ჩართულობით. 

არ შემიძლია არ აღვნიშნო Izrune.ge და მისი მთავარი მიღწევა - შვილების სასწავლო პროცესში მშობლების სისტემური ჩართვის ეფექტურობა. ოჯახებს იმდენად მოსწონთ იზრუნეს ტესტები და შემეცნებით-მამოტივირებელი მიდგომები, რომ პორტალის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან და აქტიურად თანამშრომლობენ „მომავლის კლასის“ ჩამოსაყალიბებლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება