სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარ შესაძლო ბულინგის ფაქტზე დირექტორი განმარტებას აკეთებს
19-09-2018
-
+


ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარ შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით Etaloni.ge  სკოლის დირექტორს, მურად ჯიშკარიანს ესაუბრა.

მურად ჯიშკარიანის თქმით, ის შეხვდა პედაგოგს, რომელსაც ბულინგში ადანაშაულებენ. როგორც დირექტორი განმარტავს, მასწავლებელი მასთან საუბარში ამბობს, რომ მან მოსწავლეს უთხრა, რომ გოგოსავით ლამაზია. სკოლის დირექტორი კი ამ წინადადებაში ბულინგის ნიშნებს ვერ ხედავს.

თუმცა, მისივე განცხადებით, თუ მასწავლებელმა ეჭვქვეშ დააყენა მოსწავლის სქესი და გასარკვევად იკითხა ბავშვი ბიჭია თუ გოგო, ეს შეიცავს  ბულინგის ნიშნებს.

„ჩვენ, დირექტორებს ნაკლებად ხელგვეწიფება რაიმე ღონისძიების მიღება. თითსაც ვერ დავუქნევ ვინმეს. მოხდება ფაქტი და ვალდებულები ვართ ეგრევე გადავცეთ შესაბამის კომიტეტს. შემდეგ ის იკვლევს, ახდენს რეაგირებას და შესაბამის სახდელს მისცემს პედაგოგს.

პედაგოგი რასაც ამბობს, მე მაინცდამაინც ასეთი აღმაშფოთებელი ვერ დავინახე. პედაგოგმა თქვა, რომ მე ვუთხარი: რა გოგოსავით ლამაზი ხარ. ეს გამოთქმა ხშირად უხმარიათ. დანარჩენს მოიკვლევს კომიტეტი და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუ მან ჰკითხა გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ, ვთვლი, რომ არ უნდა ეკითხა და ბულინგის ნიშნებს შეიცავს, მაგრამ თუ მან უთხრა რომ გოგოსავით ლამაზი ხარ, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ყველას უთქვამს მსგავსი. იცვლება ეს ქვეყანა თუ რა ხდება ვერ გავიგე“, - აღნიშნა მურად ჯიშკარიანმა და დასძინა, რომ როგორც კი ამ ფაქტის შესახებ მიიღო ინფორმაცია, ეგრევე განათლების სამინისტროს შეატყობინა.

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მასთან რეკავენ და აღნიშნულ პედაგოგს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ.

„მირეკავენ, მაგალითად სამი შვილის დედამ დამირეკა და მისთვის უცნობ ადამიანს ძალიან ცუდად მელაპარაკა. თუმცა ეს ქალბატონო ვინ იყო არ ვიცი. დედა აგინა მასწავლებელს, რა სიტყვები არ იხმარა. მე მივმართავ შესაბამის ორგანოებს. ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი არაფერი მომისმენია“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, ბულინგის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება.

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეხუთე კლასის მოსწავლე მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსწავლის დედამ გაავრცელა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება