მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.
იხილეთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა განახორციელოთ ცვლილები ფაკულტეტების ჩამონათვალში.
ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს ("თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი..."), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ ფოსტაზე.
ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე), რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტი, რის შემდეგაც ახლადარჩეული პროგრამა განაცხადში პირველი აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.
თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა ავტომატურად დაამატებს მას ბოლო პოზიციაზე.
ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები განაცხადში არ აისახება!
იხილეთ ასევე:
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული იმაზე, მათმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე“...
შემოდგომის დღესასწაულები სასკოლო გარემოს ჯადოსნურ ელფერს სძენს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იქცევიან ხოლმე ამ დღე-სასწაულების შემოქმედებად
თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შესაძლებელია საზღვარგარეთ დახურონ ან შევქმნათ სპეციალიზირებული სკოლები... - ირაკლი კობახიძე დამატებით განმარტებებს აკეთებს
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
შემოდგომის დღესასწაულები სასკოლო გარემოს ჯადოსნურ ელფერს სძენს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იქცევიან ხოლმე ამ დღე-სასწაულების შემოქმედებად
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“