სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი სკოლების შერჩევას იწყებს - კრიტერიუმები და განაცხადის ვადები
02-03-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში იწყებს სკოლების შერჩევას STEAM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად.

ინიციატივის ფარგლებში საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული პროექტები განთავსდება eTwinning-ის (ESEP)-ის პლატფორმაზე და მონაწილეებს საშუალება ექნებათ პროექტის პარტნიორი ჰყავდეთ არა მხოლოდ საქართველოს სკოლებიდან არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროექტის ფარგლებში მოხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „STEAM სკოლაში ქვეპროგრამის“ ფარგლებში დაარსებული STEAM მიმართულების კლუბის „ჩხირკედელა“ დანერგვა სკოლაში და საპროექტო აქტივობების სინთეზი eTwinning-ის პროექტებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში მოსწავლეებს ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ თანამედროვე და ციფრულ ტექნოლოგიებთან, თანაბარ კონკურენტული გარემოს და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშესაწყობად, სკოლების შერჩევა მოხდება რეგიონებიდან.

სკოლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

• სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურზე უნდა ჰყავდეს მინიმუმ 30 მოსწავლე;
• სკოლას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს კლუბისთვის გამოყოს მინიმუმ 20 მ2 ფართობის სამუშაო ოთახი;
• სკოლას უნდა ჰქონდეს კლუბის ინტერნეტით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
• პრიორიტეტი მიენიჭება სკოლას, რომელიც საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს საკლუბო მუშაობისთვის გამოყოფილი სივრცის აღჭურვას მაგიდებით და სკამებით, კომპიუტერით, პროექტორით, პროექტორის ეკრანით;
• პრიორიტეტი მიენიჭება სკოლას, რომელიც ჩართულია eTwinning-ის პროგრამაში და ჰყავს პედაგოგები, რომელთაც მიღებული აქვთ ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშანი.
• სკოლას უნდა ჰყავდეს მოტივირებულ მასწავლებელთა გუნდი (ინგლისური ენის, ICT და საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები), რომლებიც უხელმძღვანელებენ კლუბს;
• სკოლამ უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;

სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის eTwinning-ის პროგრამისა და “STEAM სკოლაში ქვეპროგრამის“ თანამშრომლები ერთად შეარჩევენ 15 სკოლას.

საკლუბო მუშაობის სილაბუსს და საჭირო რესურსების ჩამონათვალს მოამზადებს სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

სკოლა წარმოადგენს განაცხადის გამარტივებულ ფორმას, რომლითაც დადასტურდება მისი პროექტში მონაწილეობის მზაობა.

საკლუბო მუშაობისთვის საჭირო სასწავლო რესურსებს ცენტრალურად შეისყიდის სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და მიაწვდის სკოლებს.

სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „STEAM სკოლაში ქვეპროგრამის“ ფარგლებში მოხდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლების ცენტრის ბაზაზე გადამზადება, სკოლებში საკლუბო მუშაობის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე, ცენტრის თანამშრომლები როგორც ონლაინ, ისევ პირისპირ რეჟიმში გაუწევენ შესაბამის კონსულტაციებს.

სკოლების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, საბუთების გადარჩევა და კლუბის წევრებთან გასაუბრება.

შესარჩევი კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://docs.google.com/spreadsheets/d/1xx5N-jMNRHvTamJoHAvCY7rOHIiFHgZX/edit?rtpof=true&sd=true&fbclid=IwAR0EP--3cI0_l9qY3i5ddvBD8d9hzE7wJPlMXClOEylZJvgmhfa48NYQb9k#gid=1230266823

განაცხადი მიიღება 15 მარტამდე, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფორმა და შევსებული გამოგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე Etwinningplus@tpdc.ge


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება