სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოთეატრს ესტუმრნენ
27-02-2024
-
+


„არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების, ციფრული უნარების, ცხოვრებისეული და სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას. ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და ხდება თავდაჯერებული“,- აღნიშნავენ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით, სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა დაიგეგმა, რომელიც ამჯერად, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და კინოხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებას მიეძღვნა. 

სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოთეატრს ესტუმრნენ სადაც ფილმი „ჰაიდი“ ნახეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ფილმის თემატიკა სპეციალურად შეირჩა ბავშვებისთვის, რადგან სავსეა ისეთი ღირებული თემებით, რომელზე მსჯელობა ბავშვებთან ყოველთვის დროული და საჭიროა.

„სიკეთის კეთება, გარიყული ადამიანის საჩვენოსკენ შემობრუნება და დიდი მადლიერება, ეს ფასეულობები არასდროს ძველდება. „ჰაიდიც” ასეთ მარადიულ ღირებულებებზე დაწერილი ტექსტია, რომელიც ათბობს ბავშვების და უფროსების გულებსაც და აფიქრებს, თუ რამხელა სიხარულის მინიჭება შეგვიძლია ერთმანეთისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება