სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო სახელმძღვანელოების სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები ცნობილია
22-02-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს მიეცათ უფლება, მოსწავლეებს ასწავლონ არაგრიფირებული სახელმძღვანელოებითაც. აღნიშნულ საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გარკვეული ეტაპების გავლა მოუწევთ, სანამ სასწავლო რესურსად არაგრიფირებულ სახელმძღვანელოებს შეიტანენ.

ამისთვის კი სკოლამ პირველ რიგში განათლების სამინისტროს უნდა მიმართოს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განაცხადი მატერიალური სახით, რომელიც უნდა მიემართებოდეს ერთი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს;

ბ) სახელმძღვანელოს ანკეტა (შევსებული პრინციპით: ერთი სახელმძღვანელო − ერთი სახელმძღვანელოს ანკეტა);

გ) სახელმძღვანელოს 2 არაანონიმური ეგზემპლარი მატერიალური და/ან ელექტრონული (განთავსებული ელექტრონულ მატარებელზე) სახით;

დ) სასკოლო სასწავლო გეგმა;

ე) ფსიქოლოგის დასაბუთება სახელმძღვანელოს ენისა და საკომუნიკაციო ფორმების მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებთან შესაბამისობის შესახებ;

ვ) დასაბუთება გრიფმინიჭებული/შეთანხმებული სახელმძღვანელოსგან განსხვავებული სახელმძღვანელოს გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, დასაშვებია შესათანხმებლად წარმოდგენილი კონკრეტული საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტი განსხვავდებოდეს გრიფირების გამოცხადების შესახებ მინისტრის უახლესი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტით განსაზღვრული შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტისგან, ასევე შეიცავდეს ამ წესით დადგენილისაგან განსხვავებულ სახელმძღვანელოს სახეს.

განმცხადებელი ვალდებულია სამინისტროს ელექტრონული ფორმით (განთავსებული ელექტრონულ მატარებელზე) წარუდგინოს სახელმძღვანელოს ის სახე, რომელიც არ ვრცელდება ნაბეჭდი ფორმით.

სკოლის/სტატუსის მაძიებლის მიერ სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას.

რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:

1. სახელმძღვანელოსათვის შეთანხმებული სახელმძღვანელოს სტატუსის მინიჭება ხდება შესაბამისი სკოლის ავტორიზაციის ვადით/ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

2. სახელმძღვანელოს შეთანხმების შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში. შესათანხმებელი სახელმძღვანელოების რაოდენობიდან გამომდინარე, დასაშვებია ვადის გაზრდა განაცხადის წარმოდგენიდან არაუმეტეს 90 დღემდე.

3. შეთანხმებული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესში ინერგება შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სასწავლო წელს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება