სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები სემესტრში მინიმუმ 2- ჯერ უნდა შეიკრიბონ - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებში ისგ ჯგუფებს
14-02-2024
-
+


სკოლებში ისგ ჯგუფები შექმნება, რომელის ვალდებულება იქნება სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და მისი ხელშეწყობა. ჯგუფმა ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლის მიღწევების შესახებ წერილობითი ინფორმაცია უნდა მოაწოდეს სკოლის დირექტორს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს. 

ვინ შეიძლება სკოლის ისგ ჯგუფის წევრი გახდეს, რა ინტენსივობით უნდა იკრიბებოდნენ ჯგუფის წარმომადგენელები რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვთ მათ სკოლის ხელმძღვანელის, სსსმ მოსწავლისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის წინაშე - აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბრძანებითაა გაწერილი. 

სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

  1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  კლასის დამრიგებელი;
  2. საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;
  3. სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;
  4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  კანონიერი წარმომადგენელი;
  5. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.
ისგ-ს დოკუმენტში ცვლილება შევიდა - სკოლებმა ეს უნდა იცოდნენ

ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.

ისგ ჯგუფი იკრიბება, სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ. ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო მიზნებს, მიღწევებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.

ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

ყოველი სემესტრის დასასრულს, ისგ  ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების სახით წერილობით წარმოადგენს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო მიზნებთან მიმართებაში, იმ საგანში, რომელსაც ასწავლის. მასწავლებელი ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება