| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა გახსნეს.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა შესაბამისი რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ პროექტის ფარგლებში.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნის მიზანი სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი - გოგონების ინტერესის გაძლიერებაა, რაც მოგვიანებით მათ პროფესიულ არჩევანში ტრანსფორმირდება.
თბილისის 126-ე საჯარო სკოლასთან ერთად STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაშიც მოეწყო. სამუშაო სივრცეებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ: სკოლებმა უნდა უზრუნველყონ I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვა და სხვა საპილოტე სკოლებს გაუზიარონ აქტივობები.
სამუშაო სივრცეები აღჭურვილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც უზრუნველყოფს სხვა სკოლებთან ონლაინ რეჟიმში ჩართვას და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებისა და აქტივობის განხორციელებას.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა უკვე დანერგილია 80 საპილოტე სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წლის დასრულებამდე კი სრულად დაინერგება 200 სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ