| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სკოლებში სოციალურ მუშაკთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები, ასევე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის იმ სკოლების დირექტორები, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა შეხვედრის მონაწილეებს მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების მიერ 2023 წლის საშემოდგომო სემესტრში ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა და 2024 წლის საგაზაფხულო სემესტრში დაგეგმილი საქმიანობა გააცნო.
უახლოეს დღეებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სკოლებში სოციალური მუშაობის თემაზე შეხვედრებს შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონების სკოლების წარმომადგენლებთანაც გამართავს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ