სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბიუროკრატია, „ფურცლომანია“ და მასწავლებელი - კველვამ პედაგოგთა უკმაყოფილების მიზეზები აჩვენა
25-01-2024
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრმა გამოაქვეყნა საუბარია, იმაზე თუ რას მიიჩნევენ, მასწავლებლები სასწავლო პროცესის შემაფერხებელ გარემოებებად.   

მკვლევარების მიერ მასწავლებლებთან ესგ-ს დანერგვის დეტალებზე საუბრისას ყველაზე მკაფიო კრიტიკად „ბიუროკრატიული წნეხი“ იკვეთება, რომელსაც მასწავლებლები სასწავლო პროცესის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევენ.

„შესაძლებლობას არ გვაძლევენ, რომ მოსწავლესთან მივიდეთ უფრო ახლოს და უფრო მეტი დრო გვქონდეს. ამდენმა ტრენინგებმა დაგვღალა, დაგვღალა ფორმალობამ“, - მასწავლებელი

„ამდენი რამე აქვს მასწავლებელს საწერი, გასაფორმებელი, ეს ყველაფერი ასატვირთი, იმ მოსწავლისთვის აღარ სცალია, რომ რაღაცით კიდევ დააკავოს და ალტერნატივები შესთავაზოს. აი, ძალიან ბევრი საწერი გვაქვს და ეს პლატფორმები გეცოდინებათ. ერთი კომპიუტერია სკოლაში და წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ“, - მასწავლებელი

მასწავლებლების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი ის არის, რომ მათი ჯამური დატვირთვა სათანადოდ არ არის შეფასებული. მასწავლებლის პროფესიული განვითარების და წინსვლის სქემის ტრენინგებსა და ავტორიზაციის პროცესით გათვალისწინებულ მხარდაჭერის პროგრამას ისინი ერთიანობაში აღიქვამენ, როგორც საერთო წნეხს, რომელიც არასწორადაა დაგეგმილი. მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებლების გადამზადების პროცესი სასწავლო პროცესისგან მოწყვეტით მიმდინარეობს და ქაოტური ხასიათი აქვს:

„ამ ბიუროკრატიას მოგვაცილონ მასწავლებლები. მიზნობრივად მოგვხედონ. მერე მეტი დრო გვექნება ჩვენი მოსწავლისთვის და მეტი მოტივაცია. ამდენი „ფურცლომანია“ არაა საჭირო. ამდენი წერა არაა საჭირო. იქ ატვირთე, აქ ატვირთე. ბავშვებთან გვამუშაონ. ვიშრომებთ, არ გვეზარება შრომა, მაგრამ მიზანმიმართულად გვაშრომონ“, - მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება