სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

23 იანვარს კალიგრაფიის დღე აღინიშნება - იხილეთ უძველესი ქართული წარწერები
23-01-2024
-
+


კალიგრაფია ბერძნული სიტყვაა და ლამაზად, მკაფიოდ წერის ხელოვნებას ნიშნავს. ამასთან, შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც თავისი ენერგეტიკა აქვს.

23 იანვარს, მსოფლიო ხელნაწერის დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ისეთი უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციაა, რასაც ხელწერა ჰქვია. გრაფოლოგებისა და ფსიქოლოგების აზრით, ხელწერა ადამიანის სავიზიტო ბარათია, რომელიც მფლობელის ხასიათისა და განწყობის დადგენის საშუალებასაც გვაძლევს.

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება, ქვეყნის უდიდესი კულტურული განძი და მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობა უძველესი ასომთავრულით, ნუსხურითა და თანამედროვე მხედრულით, მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა და ტრადიცია აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. მის განვითარებასა და დახვეწაში კი, უდიდესი როლი ქრისტიანობამ და ქართულად ნათარგმნმა სასულიერო ლიტერატურამ ითამაშა.

უძველესი დღემდე ცნობილი ქართულ წარწერა შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე ასომთავრულით. აღმოჩენილია 3 წარწერა, საიდანაც ორი თარიღდება 430 წლით, მესამე კი 532 წლით. პირველი 2 წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას.

სამივე წარწერის ტექსტი:

და ძუძ
ეულნი მ-
ათნი ბა-
კურ და
გრი-ორმ
იზდ და ნ-
აშობნი
მათნი ქ~ე
430 წ.
წმიდაო თეოდორ-
ე მარ[უა]ნ და ბუ-
რზ[ე]ნ...ენ ამი
430 წ.
შეწევნითა ქ~ ჱსითა და მ-
ეოხებითა წმიდისა თ~ეჲსითა
შ~ნ ანტონი აბაჲ და იოსია მო-
მსხმელი ამის სეფისაჲ და მა-
მა-დედაჲ იოსიაჲსი ამენ
532 წ.
 




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება