სიახლეები
სიახლეები

ბრიტანეთის საბჭოსა და KIU-ს ერთობლივ სასწავლო პროგრამაზე „ინგლისური ენის კურსი უფროსკლასელთათვის“ მიღება გამოცხადდა
22-01-2024
-
+


2024-2025 აკადემიურ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის, KIU-სა და  ბრიტანეთის საბჭოს (BC) ერთობლივ სასწავლო პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. პროექტს „ინგლისური ენის კურსი უფროსკლასელთათვის“ ბრიტანეთის საბჭო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებენ. სასწავლო პროგრამის მიზანია ინგლისური ენის კურსის შეთავაზება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლის გაგრძელებას KIU-ში აპირებენ. 

ინგლისური ენის კურსზე სასწავლო პროცესი თებერვალში დაიწყება და იგი სრულად იქნება დაფინანსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. გაკვეთილებს ბრიტანეთის საბჭოს პედაგოგები და პროფესორ-მასწავლებლები წაუძღვებიან. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ ინგლისური ენის დონის ამაღლებას და იმ ცოდნის მიღებას, რომელიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერის გადალახვაში დაეხმარებათ. პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა. 

KIU-სა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივ პროექტში, ორი წლის განმავლობაში, დამამთავრებელი კლასების 50-მდე მოსწავლე ჩაერთო. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულთა უმეტესობამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხოლო 19 ახალგაზრდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

კურსის შესახებ:

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი მოიცავს 60 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 4 საათი, ონლაინ რეჟიმში. სასწავლო მასალა უზრუნველყოფილი იქნება კურსის ფარგლებში. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაიუმჯობესებენ საუბრისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნას. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატს. 

სააპლიკაციო ფორმა და რეგისტრაციის პირობები:

დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა  (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განცხადების შესავსებად საჭიროა გამოიყენოთ Gmail ელექტრონული ფოსტა) ან დაუკავშირდნენ ბრიტანეთის საბჭოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე university@ge.britishcouncil.org 2022 წლის 2 ნოემბრამდე. 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

კურსის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით. 

კონკურსში  მონაწილეობისა და KIU-ს სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტი ამჟამად უნდა სწავლობდეს მე-11 ან მე-12 კლასში, იყოს საქართველოს მოქალაქე და მიეკუთვნებოდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  1. სწავლობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  2. ჰყავს გარდაცვლილი მშობელი/მშობლები;
  3. ჰყავს კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ან დაღუპული მშობელი;
  4. არის მძიმე / მნიშვნელოვნად / ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  5. არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი ან მეტი შვილით);
  6. არის ობოლი და ცხოვრობს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში;
  7. დარეგისტრირებულია, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი  ოჯახის  სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლები 70,000-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს university@ge.britishcouncil.org


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

„თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“

„შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ - ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“...

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე

ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება