სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ევროკავშირი - ჩვენს სკოლაში“ - წყალტუბოს N1 სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
16-01-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჟამად სკოლაში წარმატებით ხორციელდება პროექტი -  „ევროკავშირი - ჩვენს სკოლაში“.

პროექტის მიზანია: სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოს პოლიტიკური არჩევანის გაცნობა, ევროკავშირის ქვეყნების შესახებ ცოდნის შეძენა-გაღრმავება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტს ახორციელებს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

დღეს, VII-VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც ასახავდა საქართველო-ევროპის ურთიერთობის წარმატებულ თუ წარუმატებელ ისტორიებს, წარმოადგინეს საქართველოსა და კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა როგორც წარსულში ასევე დღეს, სხვადასხვა ისტორიული მაგალითების მოკვლევით შეძლეს დასკვნების გაკეთება, რომ საქართველოს ბუნებრივი გარემო იყო ევროპა. ისაუბრეს რა გარემოებებმა მოწყვიტა საქართველო ევროპას. გარდა ამისა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში.

მოსწავლეებმა წარადგინეს შემდეგი საპრეზენტაციო თემები:

  1.  „კავკასია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლი - გეოგრაფიული მიმოხილვა’’ (პრეზენტატორი ლიზი ქუთათელაძე);
  2. საქართველო კულტურათა გზაჯვარედინი (პრეზენტატორი თათული ქუთათელაძემ);
  3. რომისა და ქართლის ურთიერთობა ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე (პრეზენტატორი თამარ გოლოძე);
  4. ქრისტიანობა- საქართველოს ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის გზა (პრეზენტატორი მარიამ შვანგირაძე);
  5. არაბთა სახალიფო თუ ბიზანტია? (პრეზენტატორი: მარიამ მარგველაშვილი);
  6. საქართველო და ჯვაროსნები (პრეზენტატორი: დავით წიწილაშვილი);
  7. გიორგი V და ფილიპე VI- თანასწორი პარტნიორები (პრეზენტატორი: ნინი ჯიმშელეიშვილი);
  8. საქართველო ანტიოსმალურ კოალიციაში (პრეზენტატორი: ვაჟა მჭედლიძე).

მოსწავლეების ნაშრომები მოისმინა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თამილა თუთბერიძემ, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ლუკა ტყაბლაძე. პროექტს ხელმძღვანელობს კლუბის მეურვე, ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება