სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე შენარჩუნებულია თუ არა პრინციპი, რომ სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, დავალებები რთულდება
22-05-2018
-
+


სკოლის გამოსაშვები გამოცდები გრძელდება. წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებულია ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

რაც შეეხება პრინციპს, რომ სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, დავალებები რთულდება, კვლავ შენარჩუნებულია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, CAT-ის პროგრამის მუშაობის პრინციპია, რომ ყოველ ეტაპზე მოსწავლეს შეურჩიოს ისეთი დავალება, რომელზე პასუხიც მაქსიმალურ ინფორმაციას მოგვცემს მისი უნარის შესახებ:

„ამ „მაქსიმალურად ინფორმატიული“ დავალების შერჩევისას პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე პარამეტრს, მათ შორის მოსწავლის უნარის მიმდინარე შეფასებას, დავალების სირთულეს და დავალების დისკრიმინაციას.  

დისკრიმინაციის პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად ასხვავებს დავალება მიმდინარე შეფასებაზე მაღალი და მასზე დაბალი უნარის მქონე მოსწავლეებს ერთმანეთისგან.  

ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მოსწავლეს უმჯობესია მიეცეს ისეთი დავალება, რომელიც მიმდინარე შეფასებასთან შედარებით უფრო რთული ან უფრო მარტივია, მაგრამ მაღალი დისკრიმინაციიდან გამომდინარე შეფასებას მისი შესაბამისი სირთულის დავალებებზე უკეთესად აზუსტებს.  

ამიტომ, შეიძლება მოსწავლეს სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში უფრო რთული დავალება არ მიუვიდეს, თუმცა, ეს მხოლოდ იშვიათად ხდება და საზოგადოდ, შეფასების ზრდასთან ერთად მიღებული დავალებების სირთულის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება,“ - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება