სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესებში გადასახადი გაიზარდა - კვლევა კერძო დაწესებულებებს ეხება
28-12-2023
-
+


„კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური მზარდია. წინა წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამის საშუალო ღირებულება 13%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 4482 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულის შესახებ თბს-ი კაპიტალის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ. 

როგორ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, უმაღლესი განათლების სექტორი საქართველოში მოიცავს სულ 63 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (უსდ), რომელიც შედგება უნივერსიტეტების, სასწავლო უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისაგან. თბილისი ბაზარზე დომინანტურ პოზიციას იკავებს და ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლების 70% დედაქალაქში მდებარეობს.

„საქართველოში საჯარო საუნივერსიტეტო პროგრამები, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე, ინარჩუნებს სტაბილურ ღირებულებას დაახლოებით 2250 ლარის ოდენობით, რაც ასახავს სრულ სახელმწიფო გრანტს. მეორე მხრივ, კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური მზარდია. საბაკალავრო პროგრამის საშუალო ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 4482 ლარი შეადგინა, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასური წინა სასწავლო წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4368 ლარი შეადგინა.

საქართველოს უმაღლესი განათლების ბაზარმა 2022 წელს გადააჭარბა 950 მილიონ ლარს, პროგნოზირებული წლიური ზრდის ტემპით 9-10%. კერძო უნივერსიტეტებმა 2022 წლის დეკემბრისთვის 380 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ნაწილობრივ საგანმანათლებლო პროგრამების ფასების ზრდას უკავშირდება. მთლიანობაში, კერძო და საჯარო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ბაზრის სტრუქტურა, შედარებით უცვლელი რჩება“, - აღნიშნულია კვლევაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება