სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდებისა და ეროვნულების შესახებ NAEC-მა დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა
27-12-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დას­რულდა. გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა ­ 45 000­ზე მეტი აბიტურიენტი.

45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე გავიდა 94%-მდე გამოსაცდელი. 9 სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა (რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %). 9 დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი.

რაც შეეხება მასწავლებლების გამოცდას, 2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოც­დაზე 16 000­ზე მეტი აპლიკანტი, უფროსი სპე­ციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500­მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა. გამოცდა 6 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდა. 18 500­მდე აპლიკანტთაგან გა­მოცდებზე 82%­ზე მეტი გამოცხადდა. რაც შე­ეხება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ პროფესიული უნა­რების გამოცდას, საქართველოს განათლები­სა და მეცნიერების სამინიტროს გადაწყვეტი­ლებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ პროფესიული უნარე­ბის გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასა­წყისამდე გადავადდა.

NAEC-ის სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება